სოფელ ტიბაანში მგლისგან დაკბენილი ორი ადამიანი წნორის „არქიმედეს“ კლინიკიდან უკვე გაწერეს

სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში მგლისგან დაკბენილი ორი ადამიანი წნორის „არქიმედეს“ კლინიკიდან უკვე გაწერეს. მამაკაცს და მის რძალს ჭრილობები წვივის, მხრის და ხელის არეში აღენიშნებოდათ.

ექიმის თქმით, პაციენტებს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი დახმარება. მისივე ინფორმაციით, ღია ჭრილობების გამო, აუცილებელი იყო დამუშავება და გაკერვა, რის შემდეგ მათ სამკურნალო დაწესებულება დატოვეს.

„შემოიყვანეს ორი ადამიანი. მათ ჩაუტარდათ ყველანაირი შესაბამისი პროცედურა. გაუკეთდათ ტეტანუსის ვაქცინა და ცოფის სააწინააღმდეგო აცრა. ასევე დავუმუშავეთ და შემდეგ გავუკერეთ ჭრილობები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა წნორის „არქიმედეს“ კლინიკის დორექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა თამაზიშვილმა.

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, 60 წლამდე მამაკაცი და მისი რძალი დილით რთველში მიდოდნენ, რა დროსაც მათ მტაცებელი დაესხათ თავს.

სოფელ ტიბაანის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევაა და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა