დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც პრობლემების შექმნის ნაცვლად, მათი მოგვარებით იქნება დაკავებული

ჩვენი ამოცანაა, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც პრობლემების შექმნის ნაცვლად, დაკავებული იქნება პრობლემების მოგვარებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გარდაბანის რაიონში განაცხადა, სადაც სოფელ ვახტანგისში მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სოფელს ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა აწუხებს. განსაკუთრებით პრობლემატური კი, სასმელი და სარწყავი წყლის საკითხია.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, „ფაქტობრივად, უკიდურესობამდე არის ხალხი მიყვანილი უყურადღებობითა და გაჭირვებით“.

„ყოველ ნაბიჯზე ხდება ადამიანების დაჯარიმება ყოველ ნაბიჯზე ხდება პრობლემების შექმნა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც პრობლემების შექმნის ნაცვლად დაკავებული იქნება პრობლემების მოგვარებით. ხალხს სჭირდება პრობლემების მოგვარება, ხალხს სჭირდება გაკეთებული საქმე, ხალხს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება გამოკეტილი კაბინეტში ხალხისგან მოწყვეტილად, არამედ იქნება ხალხის ნაწილი და იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. ეს შესაძლებლობაა ეს არჩევნები. ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნები არის იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ინსტიტუტი, გაჩნდეს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იზრუნებს ხალხზე და დაემხარება მათ პრობლემების მოგვარებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025