ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებას უცხოელი სპეციალისტები 16 ოქტომბრამდე გააგრძელებენ.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Batumi Raptor Count-ის წარმომადგენლებმა გადამფრენი ფრინველების კუთხით აჭარის უნიკალურობაზე, ფესტივალის შედეგებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ღონისძიებას 25 ქვეყნიდან რეგიონში მყოფი ორნითოლოგები, ფრინველებზე დამკვირვებლები, ეკოტურისტები, ასევე აჭარის სამთვარობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ფესტივალის საპატიო სტუმრები ამერიკიდან უილიამ კლარკი და დიდი ბრიტანეთიდან დეივიდ ლინდო.

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბერს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში მსურველებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით ექსკურსიებში ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეული სპეციალისტები ლექცია-პრეზენტაციებს მართავდნენ.

„ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. შემოდგომის პერიოდში აჭარას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, რომელთა სანახავადაც ორნითოლოგები, სპეციალისტები და ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. საშუალოდ, სეზონზე რეგიონში 2500-მდე ღამისთევა ფიქსირდება, რომელთა უმრავლესობაც სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებში ხორციელდება. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 16 აგვისტოს დაწყო და 16 ოქტომბერს დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს