ზესტაფონში, სოფელ საწაბლეს მოსახლეობამ გზის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართა

„21-ე საუკუნეში გვინდა გზა", - ამ მოწოდებით ზესტაფონში, მერიის შენობის წინ, სოფელ საწაბლეს მოსახლეობის აქცია გაიმართა. სოფელში მცხოვრები 50-მდე ოჯახი გზის მოწესრიგებას ითხოვს.

„21-ე საუკუნეში ვითხოვთ გზას. უგზოობის გამო სოფელი იცლება და ამავე მიზეზით, სოფელში არ დადის ტრანსპორტი და სასწრაფო დახმარება, მოსახლეობას ფეხით უწევს გადაადგილება. ხელისუფლება ჩვენი პრობლემებით არ ინტერესდება”, - აცხადებენ ადგილობრივები. ისინი სოფლის გაზიფიცირებასაც ითხოვენ.

ზესტაფონის მერიაში მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ბიუჯეტში თანხა არ აქვთ. მერის მოადგილის დავით ჩირგაძის თქმით, მიმდინარე წელს მხოლოდ, გზის მოსწორებას შეძლებენ. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, საფარის დაგება მომავალ წელს არის დაგეგმილი. რაც შეეხება გაზიფიცირებას, მერიის განცხადებით, ეს "სოკარის" გადასაწყვეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა