სასტუმრო "ლეოგრანდს" 5 სართულის გახსნის უფლება მისცეს

სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასტუმროს მფლობელის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სასამხურმა „ველმონდს“ 5 სართულის გახსნის უფლება მისცა.

წერეთლის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სასტუმროს ნაწილის შემოწმების მოთხოვნით 8 სექტემბერს მიმართეს, შემოწმების შემდეგ კი, „ველმონდის“ 5 სართული სრულად გაიხსნა. კახა წერეთლის თქმით, სასტუმროს მენეჯმენტმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციები უკვე შეასრულა.

რაც შეეხება დარჩენილ 11 სართულს, „ველმონდის“ მფლობელის ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ სართულებზეც გრძელდება სამუშაოები, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს და სასტუმრომ სრული დატვირთვით განაახლოს მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში სასტუმრო „ველმონდი“(ყოფილი „ლეოგრანდი“) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო დახურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა