თორნიკე რიჟვაძემ ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ჯინჭარაძე წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ჯინჭარაძე წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმის ბულვარის ახალი მმართველისთვის პრიორიტეტებია ძველი ბულვარის კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნება/კონსერვაცია, ახალი ბულვარის განვითარება და მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უცხოურ პარკებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით.

,,დღეს წარვადგინეთ ბულვარის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ამ დრომდე მოადგილედ მუშაობდა ამავე უწყებაში. ბატონი ირაკლი არის გამოცდილი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის წარმატებით განახორციელებს იმ ამოცანებს, რომლებიც ბულვარის წინაშე დგას. ბულვარი არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. მნიშვნელოვანია, რომ ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს მის განვითარებას. ჩვენი მიდგომა, პოლიტიკა იქნება სამართლიანი, როგორც კერძო სექტორის, ისე ქალაქთან და ბულვართან მიმართებაში. ყველა ის პროექტი, ახალი ინიციატივა დაეფუძნება ამ პრინციპს და ამ პრინციპის დაცვის გათვალისწინებით საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ირაკლი ჯინჭარაძე 2017 წლიდან დღემდე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აქვს საჯარო სამსახურებსა და კერძო კომპანიებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ბოლო წლებში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ფლობს რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა