თელავის მერიასა და „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, თათია ხოჭოლავამ.

„თანამშრომლობა გულისხმობს არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას. საინტერესო ერთობლივი პროექტების საშუალებით, ახალგაზრდებში ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების დაუფლებას; ასევე, აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების, ლიდერობის, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიწოდებასა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას.

თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი უნარების განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს არაფორმალური განათლების საშუალებით თავისუფალი დროის მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებას. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები თელავში 2016 წლიდან უკვე მიმდინარეობს. მათ შორის არის თელავის იუსტიციის სახლის „მოხალისე", „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი" (SKYE კლუბი), „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის" და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო