აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ის დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურებს გაუწევს კურირებას.

„მას 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. 2016-2017 წლებში, ამერიკულ, დიზაინ ტურისტულ კომპანია „ნომად ჰილ“-ში ის იკავებდა გაყიდვების მენეჯერისა და მრჩეველის პოზიციას კომპანიის ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხებში. ამავე კომპანიას ის წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2010-2014 წლებში ქრისტინე მუშაობდა პარიზში ფრანგული მაღალი მოდის სააგენტოებში და პოპულარიზაციას უწევდა ფრანგული მაღალი მოდის ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით. 2014 წლიდან დღემდე ის საქველმოქმედო ფონდ „ქართული ფონდის“ თანადამფუძნებელია.

განათლებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე სოციოლოგია და ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2014 წლებში, მან განათლება მიიღო რობერტ სორბონის სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სასწავლებელში. ფლობს სამ უცხო ენას - ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა