თელავში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, თელაველი მოჭადრაკეების, საერთაშორისო დიდოსტატების - ბელა ხოტენაშვილისა და ლელა ჯავახიშვილის სახელობის ქალთა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

თელავის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ სპორტულ კლუბთა გაერთიანების ორგანიზებით და კომპანია GWS-ის მხარდაჭერით უკვე მესამედ ჩატარდა. ტურნირში მონაწილე ათი საერთაშორისო დიდოსტატიდან საპრიზო ადგილები თელაველმა გოგონებმა გაინაწილეს - ლელა ჯავახიშვილი საკუთარი სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ქეთი წაწალაშვილმა და ანა მათნაძემ დაიკავეს. კომპანია GWS-ის რჩეულად ნინო მაისურაძე დასახელდა.

„ტურნირი მეგობრულ გარემოში ურთულესი პარტიების გათამაშებით მიმდინარეობდა, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ღონისძიების საერთაშორისო დონეს და თელავის საჭადრაკო პოტენციალს.

საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ: ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად;

ბელა ხოტენაშვილი -(საქართველო) - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად;

ანა მათნაძე (ესპანეთი) - ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ოლიმპიური პრიზიორი, ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი;

ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) - საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად;

ნინო ბაციაშვილი (საქართველო) - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად;

სალომე მელია (საქართველო) - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად;

სოფო ხუხაშვილი (საქართველო) - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ოლიმპიური ჩემპიონი;

ნინო მაისურაძე (საფრანგეთი) - საერთაშორისო დიდოსტატი, წლების მანძილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი;

მერი არაბიძე (საქართველო) - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად;

ქეთი წაწალაშვილი (საქართველო) – საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ასაკობრივ კატეგორიაში, აგრეთვე საერთაშორისო კომენტატორი.

მთავარი მსაჯი - სალომე სირაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგლე გურამი გურაბანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გია გიორგაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები, თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები სპონსორები და მოწვეული სტუმრები.

სამი დღის განმავლობაში ტურნირის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თელავის ღირსშესანიშნაობები და გაცნობოდნენ მის კულტურასა და ისტორიას. ღონისძიების დასასრულს კი კომპანია GWS-მა მათ საკუთარ ტერიტორიაზე მცირე ექსკურსია და არაჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ