სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ძალა ერთობაშიას“ რეგიონული ლიდერის მურთაზ ზოდელავას განცხადებას გამოეხმაურნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ რეგიონული ლიდერის, მურთაზ ზოდელავას განცხადებას გამოეხმაურნენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიამ „თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია“ გუბერნატორად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა. რაც შეეხება მოწერელიას ქონებრივ დეკლარაციას, მათი განმარტებით, ის კანონით განსაზღვრულ დროში გამოქვეყნდება.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა "თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელის პოზიცია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციები გუბერნატორის თანამდებობრივ შეუთავსებლობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ალექსანდრე მოწერილიას ქონებრივ დეკლარაციას, კანონით განსაზღვრულ დროში გამოქვეყნდება", - განაცხადეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ რეგიონული ლიდერის, მურთაზ ზოდელავას თქმით, ალექსანდრე მოწერელია, რომელიც პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა, თხილის სფეროში ბიზნესს ფლობს და დაკავებული თანამდებობა მის საქმიანობასთან შეუთავსებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა