თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრას დაესწრო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაფასეს და არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის კიდევ უფრო ზრდა. ისაუბრეს ასევე მთის ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე. გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია.

დღესვე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენილ იქნა ქრისტინე ძიძიგური, რომელიც დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურს გაუწევს კურირებას.

,,დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტში. წარმოდგენილი იყო ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ ზოგადი სტრატეგიული მიმართულებები და საქმიანობა. მუშა რეჟიმში განვიხილეთ საკითხები , რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა გამოსწორდეს. აღინიშნა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ტურისტების მზარდი შემოდინების ტენდენცია ქვეყანაში. ასევე, მინდა მოვუწონო ბატონ სულხანს ახალი მოადგილის, ქრისტინე ძიძიგურის დანიშვნის გადაწყვეტილება. ქალბატონი ქრისტინეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი დაგვეხმარება იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტს დღეს აქვს. ვუსურვებ მას წარმატებებს მის მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა