გურჯაანისა და ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურებში გეგმური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

გურჯაანისა და ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურებში გეგმური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაში.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმურ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდება ქალაქ გურჯაანისა და სოფლების: გურჯაანის, ჭანდარის, დირკოკისა და კოლაგის აბონენტებს.

კომპანიიის მიერ გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 12 სექტემბერს განხორციელდება ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურშიც, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდება სოფლების: ჩუმლაყისა და ყიტაანის აბონენტებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა