ანა ნაცვლიშვილი - მედიის საკითხებით პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდება

მედიის საკითხებით პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდება, რადგან ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კრიტიკულად საჭიროებს, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტისა და ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლების შეხვედრის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დღეს ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან. როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებით მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეს.

„საქართველოს პრეზიდენტი ხვდება ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლებს. მათ ჰქონდათ თხოვნა და სურვილი, რომ უშუალოდ პრეზიდენტისთვის ეამბათ იმ საქმის ვითარება, რომლის წინაშეც ახლა არის ტელეკომპანია „იბერია“. მოგეხსენებათ, მათ გააკეთეს განცხადება, რომ ტელეკომპანიას უქმნიან გარკვეული ტიპის პრობლემებს. ეს განცხადებები გაჟღერდა საჯაროდ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისი დეტალის და ინფორმაციის შესახებ ჩვენ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ.

მედიის საკითხებით პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდება, რადგან ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კრიტიკულად საჭიროებს იმას, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედია გარემო. ისევე, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მათ ექმნებოდათ პრობლემები, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა პრეზიდენტი განსაკუთრებით მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს და ყოველთვის ღია იქნება, რომ შეხვდეს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იმოქმედონ და იმუშაონ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია “იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა