ზუგდიდში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ნაპოვნ ბავშვზე პასუხისმგებლობა სოციალური მომსახურების სააგენტომ აიღო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ნაპოვნ ბავშვზე პასუხისმგებლობა სოციალური მომსახურების სააგენტომ აიღო. ჩვილი ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია, თუმცა საავადმყოფოდან გაყვანის შემდეგ მას დროებით მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის იურისტმა უტა მიქაძემ განუცხადა.

„ჩვენ მივმართავთ პოლიციას ბავშვის ბიოლოგიური მშობლების დასადგენად. თუ ვერ მოხდება მათი ვინაობის დადგინდა, უკვე სასამართლოს მივმართავთ, რომ მას მიტოვებულის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მინიჭების შემდეგ კი გაშვილების პროცედურები დაიწყება“, - აღნიშნა უტა მიქაძემ.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში წურწუმიების სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. შს სამინისტრომ გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა