ქუთაისის სამი სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს

ახალი სასწავლო წლიდან, ქუთაისის სამი სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ქალაქის მერია მოახდენს. საუბარია სკოლებზე, რომლებიც „ათასწლეულის გამოწვევის პროექტის“ ფარგლებში რემონტდება.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის თქმით, მერია სკოლებს აღნიშნულ მომსახურებას რემონტის პერიოდში გაუწევს.

მისივე თქმით, ტრანსპორტირებისათვის მოსწავლეებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.

„თანხას სრულად ანაზღაურებს ადგილობრივი ხელისუფლება. მერია მე 17-ე, 33-ე და 30-ე სკოლის 1800-მდე მოსწავლეს მოემსახურება,“ - განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

„პროექტის ფარგლებში, იმერეთში 17 სკოლა გარემონტდება, სკოლების ლაბორატორიები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, ხოლო სასკოლო ინვენტარს სკოლებს ხელისუფლება შეუძენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო