დიდუბის რაიონის ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაგრატიონის ქუჩის N5-ის მეორე ბლოკსა და ხოშარაულის ქუჩის N25-ში, ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამტრედიის ქუჩის N2-ში სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მირცხულავას ქუჩის N6-სა და წერეთლის გამზირის მე-7 კორპუსში შიდა წყალგაყვანილობა მოწესრიგდა. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გადახურვის სამუშაოები დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსში.

ამ ეტაპზე, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-15 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა მიმდინარეობს, ფიფიების ქუჩის N21-ში ქანობიანი სახურავის შეკეთების სამუშაოები ხორციელდება, ხოლო წერეთლის გამზირის N49/51-ში სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება. ასევე, წყალარინების შიდა ქსელები იცვლება დიღმის მასივის მე-6 კვარტლის 23-ე კორპუსსა და ფოთის ქუჩის N41-ში.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 208 399 ლარს შეადგენს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია