ბათუმი საინვესტიციო-ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი დღეს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-3 საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმს მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონის ღონისძიების ბათუმში ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ფორუმები ხელს უწყობს, როგორც ენერგეტიკის დარგში ცნობიერების ამაღლებას, ისე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

,,პირველ რიგში, ეს ფორუმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ რეგიონში ტურიზმი სხვა მიმართულებებს იღებს, იქნება ეს კორპორაციული, თუ სხვა სახის ტურიზმი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. ასევე თემატურად დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხაზს უსვამს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ენერგეტიკაში ინვესტიციების კუთხით უნდა განხორციელდეს. ასევე, იმ მაღალტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. შესაბამისად, ის მიმდინარე პროექტები, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები თუ სხვა ტიპის ენერგო ობიექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი მიზნად ისახავს კარეკის ქვეყნებში საჯარო და კერძო სექტორის მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას. კერძოდ, არსებული ენერგო შესაძლებლობების ჩვენებით, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარების უზრუნველყოფითა და სუფთა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართ ცნობადობის ამაღლებით.

მათივე ინფორმაციით, ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ CAREC-ის წევრი და სხვა ქვეყნების სამთავრობო ოფიციალური პირები, კერძო სექტორის ინვესტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, დეველოპერული პარტნიორები. წარმოდგენილი იქნება 5 ტექნოლოგიური სესია, სადაც ყურადღება გამახვილდება პროექტების ქეისებზე, მათ დაფინანსებასა და შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი ხვალ დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა