სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქუთაისში ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაციას გამართავს

ხვალ, 12 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ქალაქ ქუთაისში, სასტუმროში „ბესტ ვესტერნი“ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

ამავდროულად, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციას წარუდგენენ ონლაინ პლატფორმის WWW.TRADEWITHGEORGIA.COM შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია/სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს.

საიტის მიზანია ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა.შ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე. სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე, მიზნობრივ ბაზრებზე.

ხელმისაწვდომი იქნება გზამკვლევი და ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროფილის შევსების პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ანალოგიური შეხვედრები, კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება. საინფორმაციო კამპანია თბილისში, 17 სექტემბერს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო