ფოთში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა „ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფოთის 70- ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა „ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომისიამ დღეს უბნებზე თავისუფალი წევრები აირჩია, რისთვისაც კონკურსი იყო გამოცხადებული.

ოპოზიციის განმარტებით, შესარჩევ წევრთა ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი. მათივე თქმით, ისინი დამოუკიდებელი ვერ იქნებიან, რადგან უმრავლესობა საჯარო სექტორშია დასაქმებული.

„წინასწარ არის იმ ადამიანების სიები გამზადებული, ვინც უნდა აირჩიონ. ჩვენი წარმომადგენლებიდან მხოლოდ ერთს მიეცა გასაუბრების უფლება. სიაში ძირითადად არიან საოლქოს ოჯახის წევრები, მოადგილის ოჯახის წევრები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები და რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის პედაგოგებიც არიან. ამ ფარსში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, რიც გამოც პროტესტესტის ნიშნად სხდომა დავტოვეთ“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დათო ხომერიკმა.

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა, იქიდან გამომდინარე, რომ კონკურსანტი, რომელიც მოდის და განაცხადს ავსებს, ჩვენ საოლქო კომისიას არა გვაქვს ვალდებულება ვიცოდეთ თუ ვინ რომელ სამსახურში მუშაობს. აქედან გამომდინარე, ეს არის საჯარო პროცესი. სულ შემოსულია 251 განაცხადი. კომისია დაჯდა, იმსჯელა ამასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა სალომე როდონაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო