სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე ზუგდიდის მერი გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გამოკითხეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობს. ამ შესწავლის ფარგლებში დაიკითხა ზუგდიდის მერი“, - განაცხადეს სუს-ში.

ამავე საქმეზე უკვე გამოიკითხა „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” უფროსი ზვიად ქარჩავა. ქარჩავას თქმით, მან გამოძიებას ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რაც შეეხება მერს ლაშა გოგიას, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა გასულ თვეს დაიწყო. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე ზუგდიდის მერი გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გამოკითხეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობს. ამ შესწავლის ფარგლებში დაიკითხა ზუგდიდის მერი“, - განაცხადეს სუს-ში.

ამავე საქმეზე უკვე გამოიკითხა „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” უფროსი ზვიად ქარჩავა. ქარჩავას თქმით, მან გამოძიებას ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რაც შეეხება მერს ლაშა გოგიას, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა გასულ თვეს დაიწყო. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია