ოთარ გრიგოლია - მერიის ხარჯებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები პოპულისტურია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, მერიის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები პოპულისტურია.

„მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო ერთ დეზინფორმაციასთან, უფრო სწორად არასწორად შეფუთულ საკითხთან დაკავშირებით, რაც თბილისის მერიის წარმომადგენლობით ხარჯებს ეხება. თბილისის მერია მასპინძლობს არაერთ საერთაშორისო დონის სტუმარს და კონფერენციას, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს. ქალაქის მერიამ ბოლო პერიოდში უმასპინძლა „ღია მმართველობის“ კონგრესს, მიიღო იტალიის პრეზიდენტი და მისი დელეგაცია. ბუნებრივია, ქალაქის მერიას აქვს წარმომადგენლობითი ხარჯები და ეს თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ამ ქალაქს ჰქონდეს მომავალი, შემოვიდეს დამატებითი ინვესტიციები და ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე იყოს გამჭვირვალე და ღია“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს წინა ხელისუფლების დროს გაწეული ხარჯები შეახსენა და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. კერძოდ, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, 2012 წლის იანვარში, 95 ათასი ლარი იყო გადაყრილი აბსოლუტურად გაუგებარი მიზნებისთვის, ასევე იმავე წლის თებერვალში დახარჯული 122 ათასი ლარი იყო.

„ვერ მივიღებთ თქვენგან ამ შენიშვნას, მითუმეტეს, ამ პოპულისტურ ენას, რომელსაც იყენებთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ. დიახ, ქალაქის მერიას აქვს გარკვეული ხარჯები, მაგრამ ეს არის მიზნობრივი და ქალაქის მომავალზე გათვლილი“,- დასძინა ოთარ გრიგოლიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ