გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 719 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, 15:00-დან 18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება 124 აბონენტს გუდაურში, ქუმლისციხესა და კობში. ასევე, 11:35-დან 18:00 საათამდე - 803 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვეშეთი, არახვეთი, ქვემო მლეთა, ნადიბაანი და მიმდებარე სოფლებში. 11:35-დან 18:00 საათამდე - 225 აბონენტს სოფლებში ქუმლისციხე, სეთურნი, სოკურიანი და მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე დენი შეუწყდება 302 მომხმარებელს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოძისი და ბაქაქურები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა