16-23 სექტემბერს ბათუმის კინოფესტივალი ჩატარდება

ბათუმის ხელოვანთა სახლის „არგანი“ ორგანიზებით, 16-23 სექტემბერს ბათუმის კინოფესტივალი ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია ბათუმის მერია. კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა საერთაშორისო ჟიურისა და ფილმების პროგრამის ფორმირება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს. საერთაშორისო ჟიური ფილმებს შეაფასებს სამ საკონკურსო სექციაში - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები სექციები.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი. კინოფესტივალის სპონსორები არიან: სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“, რესტორანი ECLIPSE, შპს „Legal Consulting Center“.

ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები იქნება - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზი, კინოჩვენებები ,ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა