ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის თაობაზე, ბიზნესმენებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხვდება

შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ბათუმში ადგილობრივ ბიზნესმენებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია შეხვედრას მართავს.

როგორც თამილა ბარკალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონმდებლობა პირველი აგვისტოდან ამოქმედდა და შეხვედრის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადგილობრივ დონეზე ინფორმირება მოხდეს.

„დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ადგილობრივი ბიზნესმენებს ვხვდებით. შრომის უსაფრთხოება პრიორიტეტია და ახალი კანონმდებლობა მოგეხსენებათ პირველ აგვისტოს ამოქმედდა, კერძოდ, ძალაში შევიდა შრომის ინსპექციის გაფართოებული მანდატი მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ ინსპექტირებები და გვინდა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ადგილობრივ ბიზნესებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, თუ რა მექანიზმები არსებობს შრომის უსაფრთხოების, როგორ უნდა დაიცვას და რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს როგორც დასაქმებულებს, ასევე დამსაქმებლებს და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოება თავის მუნიციპალიტეტებში ",-განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო