ახმეტაში სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ახმეტაში ავტოსაგაზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების სამი ჯგუფი იყო მობილიზებული. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათ ამ წუთებში პირველადი გამოკვლევა უტარდებათ.

ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ექსპერტ-კრიმინალისტი მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა