დავით ბაქრაძე თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე , უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.

„საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, რომ შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ და აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხთან ერთად, იზრუნებს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე და არ იქნება გამოკეტილი კაბინეტში, რომელსაც სთავაზობს ამას „ქართული ოცნება“ . სწორედ ამიტომ მე მჯერა, რომ საზოგადოება გააკეთებს არჩევანს პრობლემების მოგვარების და უკეთესი საიმედო ხვალინდელი დღის სასარგებლოდ ‘’, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა