იმერეთის გუბერნატორმა რეგიონში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50, 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

იმერეთის გუბერნატორმა მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, თავიდან ილესება კედლები, იგება ახალი იატაკი, იცვლება კარ-ფანჯრები, მონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა, ეწყობა ლაბორატორიები, სააქტო და სპორტ დარბაზები, ასევე შეიცვალა სანტექნიკა.

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 1000-მდე ადგილობრივია დასაქმებული. გეგმის მიხედვით საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა