„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, სასკოლო განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ გაიზრდა, თუმცა განათლების ხარისხი დაბალ დონეზე რჩება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, 2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი, იგივე სასკოლო განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი, თუმცა სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება, რასაც საერთაშორისო კვლევები და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, სახელმწიფომ დამატებითი ფული არ უნდა დახარჯოს თუ ხარისხი არ უმჯობესდება. კვლევის, სახელწოდებით “დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით“ თანახმად, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ზე.

“2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით მოსწავლეთა საშუალოდ 77%-მა ჩააბარა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო. ყველაზე პრობლემური საგნები კი ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა”, - აღნიშნულია კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდა შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, შედეგს კი განათლების ხარისხის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. სახელმწიფომ დამატებითი ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ ხარისხი არ გაუმჯობესდება;

მათივე განმარტებით, უნდა შემუშავდეს ზოგადი განათლების პროგრამის კონკრეტული მიზნები და შედეგები, რომლებიც იქნება გაზომვადი და საშუალებას მოგვცემს, წლიდან წლამდე არსებული პროგრესის შემოწმება მოხდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა