დასკვნის მიხედვით, ფოთის თეატრის შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცვლელია და მისი სრული რეაბილიტაციაა საჭირო

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობაზე დასკვნა დადო.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, დასკვნაში წერია, რომ შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცვლელია და მისი სრული რეაბილიტაციაა საჭირო.

მიმდინარე წლის თებერვალში თეატრში ჭერი ჩამოინგრა და ადმინისტრაციამ შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

„თეატრი ორი დღეა რაც პოლონეთიდან დაბრუნდა, სადაც საერთაშორისო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. გაფორმდა ხელშეკრულება საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც შეიმუშავებს დასკვნას, თუ რა სახის სამუშაოებია ჩასტარებელი და რა ფინანსები იქნება საჭირო. ამ დასკვნის შემდეგ დავგეგმავთ თუ რა ფორმით გავაგრძელებთ მუშაობას და გადავალთ თუ არა დროებით ალტერნატიულ სივრცეში,“- განაცხადა თეტრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ.

ქალაქის მერის მოადგილის გიორგი ფარეშიშვილის თქმით, ფირმა ,,საუკუნთან“ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც დაადგენს, თუ რა თანხები იქნება საჭირო თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციისთვის.

„ისევე, როგორც თეატრის ადმინისტრაციას, ასევე ჩვენც გვინდა, რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა. მერიამ გამოყო დამატებითი თანხები, რის საშუალებითაც მოხდა ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შ.პ.ს. „საუკუნთან“, რომელიც დაადგენს რა თანხები იქნება საჭირო თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის. მაქსიმუმ 30 სამუშაო დღემდე უნდა მოხდეს დასკვნის დადება. დამეთანხმებით, ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო სამუშაოა ჩასატარებელი, რომ არ მოხდეს თავდაპირველად დაშვებული შეცდომის გამეორება,“-აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.

ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა, რომლის მშენებლობაშიც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, უკვე სარეაბილიტაციოა. 6 თებერვალს თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. შენობაში არსებული მძიმე ვითარების გამო თეატრში სამუშაო პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. დასი შენობის ექსპერტიზის მოლოდინში იყო და ამ დრომდე სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში მართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა