ზემო ბოდბეში 1000-მდე ადგილობრივს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში მიმდინარეობს. მთლიანად იცვლება მოძველებული მილები და მოეწყობა აღრიცხვის კვანძები.

„სოფელ ზემო ბოდბის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, წყალი დღის განმავლობაში 3 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება და 18 საათიანი გრაფიკით მიიღებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსით ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა