ზესტაფონის რამდენიმე სკოლას რეაბილიტაცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში უტარდება

მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში დაზიანებული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი სკოლების სარეაბილიტაციო ნუსხაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლა მოხვდა და მათი აღდგენა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ პროექტი უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მისი მიზანი ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა.

„იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, ზესტაფონის N6, N7 და სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერეს. ზესტაფონის N6 და N7 საჯარო სკოლებში მოსწავლეები მეორე სემესტრიდან შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, ხოლო სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„რეგიონის მასშტაბით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას უტარდება სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებისათვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50, 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება“, - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.

„21-ე საუკუნეში ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ეს არის უდიდესი პროექტი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის სამი სკოლის რეაბილიტაცია ხდება მის ფარგლებში. ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ სკოლის მოსწავლეებს სხვა შენობებში მოუწევთ, რადგან სამუშაოები სტანდარტის სრული დაცვით, ზუსტ ვადებში ხორციელდება“, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.

საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია რეგიონში 2019 წელს დასრულდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს