ირაკლი პეტრიაშვილი სარაევოში, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს მე- 11 სხდომას უძღვება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ქალაქ სარაევოში, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს მე- 11 სხდომას უძღვება.

პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა, დეკემბერში დაგეგმილი, პროფკავშირების მსოფლიო კონგრესისთვის სამსჯელო საკითხების და პროგრამის მომზადებაა.

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი, ყოველწლიურ საერთაშორისო შეხვედრაზე აქტიურად მონაწილეობს დებატებშიც. პეტრიაშვილმა დღეს მსოფლიოს პროფკავშირების წარმომადგენლებს სიტყვითაც მიმართა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დასაქმებულებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში აქვთ, მათ შორის იმსჯელა შრომით მიგრაციაზე და თანმდევ პრობლემებზე, გენდერულ საკითხებზე, ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ანაზღაურებაზე.

პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს მე- 11 სხდომას ბოსნია- ჰერცოგოვინა 11- დან 13 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა