რეზო ხარაზი - პროკურატურას აჭარაში ათზე მეტი საქმე თაროზე აქვს შემოდებული და არ იძიებს

პროკურატურას აჭარაში ათზე მეტი საქმე თაროზე აქვს შემოდებული და არ იძიებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აჭარაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან ბოლო წლებში მილიონობით თანხა გამოიყო, თუმცა სამუშაობი ნაწილობრივ ან საერთოდ არ შესრულდა.

„ის ფაქტი, რომ საგამოძიებო უწყებაში დღემდე არც ერთი მაღალჩინოსანი არ დაუბარებიათ, ეჭვებს აჩენს, რომ საქმეების გამოძიებას პროკურორი ნათია სონღულაშვილი მფარველობს და მიზანმიმართულად აჭიანურებს. არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის გამოყოფილი თანხა გაიფლანგა. 2016 წელს ქობულეთში სტადიონების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, სოფლებში გზის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო",- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა