ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სამედიცინო და სოციალურ პროგრამებს ახორციელებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს ამბროლაურში მცხოვრები ოჯახების ხელშეწყობასა და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მერია ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 400 ლარი.

სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსახლეობისთვის შემუშავებული აქვს სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა. კერძოდ, ხორციელდება მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, უსახლკაროების, ხანძრით დაზარალებულების და სხვა საჭიროებების მქონე ოჯახების დახმარება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, პერიოდულად, ადგილზე მიმდინარეობს უფასო სამედიცინო კონსულტაციები, სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები, ქირურქიული ოპერაციები და მოსახლეობის საჭიროების შესაბამისი სხვა სახის აქციები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს