მესტიის მერიის „კულტურის და ხელოვნების ცენტრიდან“ 25-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

მესტიის მერიის ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრიდან“ 25-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ა(ა)იპ-ს დირექტორმა გეგა ფალიანმა განუცხადა, მათი დათხოვნა კულტურის სამსახურის, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო, ფოლკლორის თეატრის და სახელოვნებო სკოლის გაერთიანების შემდეგ მოხდა.

„ოთხი თვეა რაც ეს სამი სამსახური გაერთიანდა და ერთი ა(ა)იპ ჩამოყალიბდა. პირველივე დღიდან ყველა თანამშრომელი მყავდა გაფრთხილებული რეორგანიზაციის შესახებ. ყველამ იცოდა, რომ არასაჭირო კადრები გაუქმდებოდა, რადგან ეს იყო მოგონილი შტატები. შეცვლილია საშტატო ნუსხა, სხვა მიმართულებით და სხვა იდეებით უნდა იმუშავოს ამ ა(ა)იპ-იმ. ახალგაზრდებით და განათლებული კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, გათავისუფლებული თანამშრომლები იქნებიან რეზერვში და როცა გამოჩნდება ისეთი შტატი, სადაც ძველი თანამშრომლები იქნებიან საჭირო, მათ აუცილებლად დავაბრუნებ“, - განაცხადა ა(ა)იპ-ს დირექტორმა გეგა ფალიანმა.

ამასთან, „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელის ნათია ნაცარაშვილის თქმით, ის რეორგანიზაციის შესახებ არავის გაუფრთხილებია და მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ თანამშრომლისგან რამდენიმე დღის წინ გაიგო. ნაცარაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ ის სამსახურიდან ჰესების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო დაითხოვეს.

„ჩემი გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე თანამშრომლისგან. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და ვთვლი, რომ ეს უკავშირდება ჩემს აქციებში მონაწილეობას. არავის არ გავუფრთხილებივარ, რომ იქნებოდა შტატების შემცირება. აგვისტოს ხელფასი არ დამრიცხვია და ჩემს თანამშრომელს ვთხოვე გაერკვია, თუ რა ხდებოდა. მიმაჩნია, რომ ჩემი გათავისუფლება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სამსახურში ჩემზე ნაკლებად კომპეტენტური კადრები დატოვეს. როგორც ვიცი, ჩემსავით 25 თანამშრომელი გაუშვეს. ხელმძღვანელთან ჯერ არ მქონია კომუნიკაცია. გუშინ და გუშინწინ ვცდილობდი შეხვედრას, თუმცა ვერ მოვახერხე“, - აცხადებს ნათია ნაცარაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს