ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ქურდულ სამყაროსთან“ წევრობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ქურდულ სამყაროსთან“ წევრობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის" ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა ამის უფლებას საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები არ აძლევენ.

მისი თქმით, მინდია გორაძეს სურვილი აქვს დაესწროს მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს.

„მინდია გორაძე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ქვეყანაში არ უშვებენ. მას საზღვარზე არ ატარებენ, იმიტომ, რომ საგამოძიებო ორგანოს ნება ასეთია. მინდია გორაძეს აქ მყოფ დაკავებულებთან კომუნიკაცია არ ჰქონდა და მათთან არანაირი შეხება არ ჰქონია",- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ დღევანდელ პროცესზე.

სასამართლოს დაცვისა და ბრალდების მხარემ საქმეში არსებული მტკიცებულებები გადასცა.

როგორც პროკურორები აცხადებენ, ბრალდებულების წინააღმდეგ საქმეში სხვა მტკიცებულებებთან ერთად მოწმეთა ჩვენებები და ფარული აუდიო ჩანაწერები არსებობს. რაც შეეხება დაკავებულებს ისინი წარდგებილ ბრალს არ აღიარებენ. თავად ბრალდებული მინდია გორაძე სასამართლო პროცესს არ ესწრება, იგი მიმალვაშია.

გამოძიება დაკავებულებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირსა და წევრობას ედავება. ისინი ორი თვის წინ დააკავეს. დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე, 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი.1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა