აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში, დღეს 2017 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მოსწავლეებს წარმატებები მიულოცა.

„დაჯილდოებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მოადგილეებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან ერთად ესწრებოდა.

კონკურსებსა და საგნობრივი ოლიმპიადაში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვება 111-მა მოსწავლემ მოიპოვა.

საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გამარჯვებულ 24 მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში 81 წარმატებული მოსწავლე პლანშეტებითა და სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო 5 წარმატებულ სკოლასა და 65 მასწავლებელს მადლობის სიგელები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო