სექტემბერში აჭარას „ევრონიუსისა“ და „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ფრანგი და გერმანელი ჟურნალისტები სტუმრობენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მედიატურის ძირითადი მიზანი ქართული სამზარეულოს წარმოჩენაა.

„ჟურნალისტები რეგიონში ქართულ კერძებსა და მათი მომზადების წესებს ეცნობიან. მათ ასევე, დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა თავისი ღვინის მარნებითა და ტურისტული პროდუქტებით. ისინი ქართული სამზარეულოსა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ფრანგული და გერმანული მედიაგამოცემებისთვის მოამზადებენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა. სექტემბრის ბოლომდე რეგიონს განმეორებით საერთაშორისო ტელეკომპანიების “ევრონიუსისა“ და „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფები ეწვევიან. „ევრონიუსის“ ჟურნალისტები ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადას, "დოიჩე ველეს" კი ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაუწევენ პოპულარიზაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა