ქვემო ქართლის გუბერნატორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნამდე მისასვლელი 3,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად, თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება.

შოთა რეხვიაშვილი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, სოფელ მაწევნის მოსახლეობის თხოვნით დაიწყო. პროექტი ორწლიანია და 2019 წლის დასაწყისში დასრულება.

შოთა რეხვიაშვილი სოფელ ქოსალარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო, სადაც 5,8 კილომეტრიანი გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. მხარის გუბერნატორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თეთრწყაროში, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯავახიშვილისა და დუმბაძის ქუჩებზეც მოინახულა. აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ არსებობდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავსა და გოლთეთში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედნები შოთა რეხვიაშვილმა გახსნა. გუბერნატორმა განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდებს მათ საჭიროებებზე გაესაუბრა.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თეთრიწყაროში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ახალი სტადიონების მოწყობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

სოფელ გოლთეთსა და ჭივჭავში სპორტული მოედნების მშენებლობის პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გოლთეთის სპორტული მოედნის მშენებლობის ღირებულებამ 36 171 ლარი შეადგინა, 54 406 ლარით დაფინანსდა სოფელ ჭივჭავში ახალი კომბინირებული სპორტული სტადიონის მშენებლობა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა