დავით გაბაიძემ ხილიკ ბარის უმასპინძლა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს, საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ხილიკ ბარის და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს, „ისრაელის სახლის“ დამაარსებელსა და ხელმძღვანელს იციკ მოშეს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ჩვენს რეგიონში ისრაელიდან ტურისტული ნაკადების საგრძნობლად გაზრდილ სტატისტიკას, ასევე საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებას.

„მე არ მყოლია წინაპრები საქართველოდან, მაგრამ გული მაქვს ქართული“, - განაცხადა სტუმარმა და დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისათვის.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ხილიკ ბარიმ, რომელიც ბათუმში მესამედ იმყოფება, დადებითად შეაფასა საქართველოში, კერძოდ, აჭარაში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესები, ტურიზმისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა და ნაბიჯები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალი საკურორტო სეზონი აჭარაში, უმაღლესი საბჭოს, საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ თანამშრომლობით, „ისრაელის კვირეულით“ გაიხსნება და მას ორი ქვეყნის პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურულ-სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა