ქუთაისში დევნილების კორპუსების მობინადრეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე დევნილების კორპუსების მობინადრეებმა გზა გადაკეტეს. მათ შეობებში არსებული ლიფტის და წყლის პრობლემა გააპროტესტეს.დევნილების თქმით, წყალი სამსაათიანი გრაფიკით და დაბალი წნევით მიეწოდებათ, რის გამოც მათ წყლის პრობლემა აქვთ.

ადგილობრივები ასევე შენობებში არსებულ ლიფტის პრობლემაზეც საუბრობენ. მათი განმარტებით, ლიფტი ავარიულია და ხშირად ითიშება. "სამი წელია ამ მდგომარეობაში ვართ, წყალი სამსაათიანი გრაფიკით მოგვეწოდება და ხშირად ამ გრაფიკითაც არ გვაქვს. ამიტომ მთელი დღე წყლის გარეშე ვრჩებით. ასევე, გვაქვს ლიფტის პრობლემა. თითო კორპუსში ორი ლიფტია და ორივე ავარიული, ხშირად ითიშება და მაღალსართულზე ფეხით გვიწევს ასვლა", - აცხადებენ ადგილობრივები, რომლებიც ხელისუფლებას მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვენ.

დევნილების პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები შეუერთდნენ. კახა კუკავა მათ პრობლემას გაეცნო და ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, აღმაშენებლის გამზირზე ახალაშენებულ ბინებში დევნილები კომპაქტურად სამი წლის წინ შესახლდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა