ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი ჩამოვარდა

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული 35 წლის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულ მამაკაცს პოლიტრავმები აქვს მიღებული. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც „ინტერპრესნიუს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა