გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 13 სექტემბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თიბისი ბანკს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ეროვნულ საშენ მეურნეობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად, თიბისი ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს.

„თიბისი ბანკი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც დამწვარი ტყის მასივის განახლების ღონისძიებებში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის ბოლოდან დაიწყება“, - ნათქვამია სამინისტროის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა