ზუგდიდის მერმა სავარაუდოდ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა. "მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს", - წერია გოგიას "ფეისბუქის" გვერდზე.

ნამდვილად თავად არის თუ არა ამ პოსტის ავტორი, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რადგან გოგიასთან პირადად დაკავშირება ვერ ხერხდება. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ვერ ადასტურებს. "ვერ გიდასტურებთ ინფორმაციას, მხოლოდ ის ვიცით, რაც დაწერა", - აცხადებენ პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, გოგია მივლინებით პრაღაში იმყოფება და საქართველოში 14 სექტემბერს უნდა ჩამოვიდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო