დუშეთში გაჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქნის დარიგება მიმდინარეობს

დუშეთში გაჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქნის დარიგება მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ხელშეწყობით უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქნის დარიგება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე შეშით უზრუნველყოფილი იქნა ჟინვალის, ლაფანაანთკარის, ბაზალეთის, მაღაროსკარისა და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ოჯახები.