ზუგდიდის მერის მოადგილის განცხადებით, მერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო

ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას მოადგილის მაიზერ ნანავას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო სოციალურ ქსელში ლაშა გოგიას მიერ გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. როგორც ნანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია მან სწორედ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო.

„არაფერი ვიცი, ნამდვილად მოულოდნელი იყო მისი ეს განცხადება ჩემთვის. გოგიას გადაწყვეტილების მოტივი ჩემთვის უცნობია და მასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩამოვა ჩეხეთიდან და გაირკვევა ყველაფერი”, - განაცხადა ნანავამ.

რაც შეეხება ვიცე-მერ გია გულორდავას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ნანავას თქმით, არც ამასთან დაკავშირებით იცის რამე. თავად გულორდავა სამსახურში ჯერ არ გამოჩენილა.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, თანამდებობის დატოვებს შესახებ პოსტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, გოგია მივლინებით პრაღაში იმყოფება და საქართველოში 14 სექტემბერს უნდა ჩამოვიდეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა