ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლადო მგალობლიშვილი და ცოტნე ანანიძე, რეგიონის მთავრობისა და ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს დაესწრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაციაა. მას საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს გენერალური მდივანი ლიმ კიტაკი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ევროკომისრები, საზღვაო სფეროსა და ტრანსპორტის მინისტრები, ბიზნესმენები, ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

„Georgia Iternational Meritime Forum 2018-ს” ბათუმი მეორედ მასპინძლობს და იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება. მას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა