გიორგი ჭიღვარია - ქუთაისში სკვერების გასხვისება და ხეების ჭრა დასრულდა

გიორგი ჭიღვარია - ქუთაისში სკვერების გასხვისება და ხეების ჭრა დასრულდა

კომისია დადებს დასკვნას, სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები, სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა. სკვერების გასხვისება და ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მერის ბრძანებით, კომისია შეიქმნა, რომელიც ქუთაისის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის, მისი შემდგომი განვითარებისთვის

კომისიის წევრები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან.

,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში, სადაც ეკოლოგია არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაშია, სკვერები გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას, სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები, სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა, სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.