ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა, მერიამ შს სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

„ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა შეძლეს არაერთი ცხოველის გადარჩენა, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა და ვერც დამნაშავის დასჯა მოხერხდა. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სრულებით ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. მინდა პარლამენტს ვთხოვო თანადგომა, მგონია, რომ ამ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი ცხოველების გადარჩენა და ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არც უნდა ვიყოთ ცხოველების მკვლელი საზოგადოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში, მხარდაჭერა ექნება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა, მერიამ შს სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

„ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა შეძლეს არაერთი ცხოველის გადარჩენა, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა და ვერც დამნაშავის დასჯა მოხერხდა. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სრულებით ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. მინდა პარლამენტს ვთხოვო თანადგომა, მგონია, რომ ამ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი ცხოველების გადარჩენა და ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არც უნდა ვიყოთ ცხოველების მკვლელი საზოგადოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში, მხარდაჭერა ექნება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია