ლაშა შალამბერიძე - სახელმწიფომ სრულად შეწამლა ანჯელის მასივები, რამაც მოგვცა საშუალება, რომ 95%-იანი მოსავალი გვქონდეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში სიმინდის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. ანჯელის მასივში მოსახლეობამ მოსავალი თითქმის უდანაკარგოდ აიღო. როგორც შალამბერიძესთან საუბარში მოსახლეობამ აღნიშნა, სიმინდი აზიური ფაროსანასგან აღარაა გაფუჭებული.

InterPressNews.Ge„ანჯელის მასივში ეტაპობრივად მიმდინარეობს სიმინდის მოსავლის აღება. ამ პერიოდისთვის სახელმწიფომ სრულად შეწამლა ანჯელის მასივები, 6 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო უზრუნველყოფდა მძიმე ტექნიკით ამ მასივების დამუშავებას, რამაც მოგვცა საშუალება, რომ 95%-იანი მოსავალი გვქონდეს ამ ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.

თავის მხრივ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა, რომ შეწამვლის შემდეგ მოსახლეობას მასივებში ფაროსანა არ დაუფიქსირებია და ზოგადად ფაროსანას რიცხვი შარშანდელთან შედარებით რადიკალურად შემცირებულია.

InterPressNews.Ge„ძალიან კარგი მოსავალია. სიმინდიც ყველა საღია. გაფუჭებული არაა, ფაროსანასგან დაგლეჯილი არაა. შეწამვლის შემდეგ ფაროსანა მასივებში არ დაგვიფიქსირებია. კარგია, რომ სახელმწიფომ დააფინანსა და მოახდინა შეწამვლა, თორემ კერძო პირი ამას ვერ გააკეთებდა. მე მაგალითად ვერ გავაკეთებდი, ამდენის საშუალება არ მაქვს. შარშანდელთან შედარებით ფაროსანას რიცხვი შემცირებულია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა